|
კითხვა–პასუხი
ამ გვერდზე თამაშით დაინტერესებულნი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ
1. სანამ რეგისტრაციას გავივლიდე, იქნებ მირჩიოთ – ღირს კი საფეხბურთო მენეჯერის თამაში?
თავიდანვე განვმარტავთ, რომ საფეხბურთო მენეჯერი ,,შენი გუნდი" არანაირად არ არის მსგავსი ისეთი თამაშისა, როგორიცაა, მაგალითად, FIFA
მეტიც, ჩვენი საიტი არ არის განკუთვნილი იმათთვის, ვისაც მხოლოდ ფეხბურთის თამაში სურს. მითუმეტეს, რომ ჩვენთან თავად ფეხბურთის თამაშს ვიზუალური გამოსახულება არ აქვს.
ჩვენთან საფეხბურთო თამაშის მიმდინარეობის დროს ჩანს მხოლოდ ტაბლო, რომელიც თამაშის სტატისტიკას და ძირითად მოვლენებს ასახავს
,,შენი გუნდი" მიმზიდველია მხოლოდ იმათთვის, ვისაც მთლიანად საფეხბურთო ინდუსტრია აინტერესებს და აქვს გუნდის, თუნდაც ვირტუალურ გარემოში, განვითარების სურვილი
ასე რომ –
თუ მხოლოდ ფეხბურთის თამაში გსურთ
თუ არ გაქვთ გრძელვადიანი გათვლით გუნდის განვითარების სურვილი
თუ არ გაინტერესებთ საფეხბურთო ინდუსტრია და მასში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა
თუ ამ საიტზე მოხვდით შემთხვევით და წესების წაკითხვის გარეშე გსურთ რეგისტრაციის გავლა
ასეთ შემთხვევაში უმჯობესი იქნება ნუ გაივლით რეგისტრაციას

2. რას ნიშნავს საფეხბურთო მენეჯერის თამაში?
საფეხბურთო მენეჯერი გაცილებით უფრო რთული და კომპლექსური თამაშია ვიდრე თქვენთვის ცნობილი საფეხბურთო თამაშები. რაში გამოიხატება ეს?
პირველ რიგში, ცნება ,,თამაში" პირობითია. სინამდვილეში, ვირტუალურ სამყაროში თქვენ ხართ საფეხბურთო გუნდის მენეჯერი, რომლის მიზანია განავითაროს გუნდი, შეისყიდოს ძლიერი ფეხბურთელები, აწარმოოს სწორი სატრანსფერო პოლიტიკა, გააფართოვოს გუნდის ინფრასტრუქტურა და ბიზნესი და ამით ფინანსურად გააძლიეროს იგი.
პარალელურად, ჩვენთან მენეჯერი გუნდის მწვრთნელის ფუნქციასაც ასრულებს. ამისთვის, მან უნდა ავარჯიშოს ფეხბურთელები, აამაღლოს მათი სათამაშო მონაცემები, გამოიყვანოს თამაშზე მომზადებული გუნდი, შეარჩიოს ტაქტიკა, სტრატეგია და ა.შ.
მოკლედ, საფეხბურთო მენეჯერი არის მთელი საფეხბურთო ინდუსტრია – მისი ყველა სეგმენტით

3. რა ასაკის პირებისთვის არის უფრო საინტერესო და რეკომენდირებული თქვენი თამაში?
ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.
ჩვენთან თამაშობენ თითქმის ყველა თაობის წარმომადგენლები, სკოლის უფროსკლასელები, სტუდენტები, ზოგადად ახალგაზრდობა, მომსახურეები, საშუალო და საშუალო ასაკს გადაცილებულნი.
საფეხბურთო მენეჯერს თამაშობს ყველა ვისაც:
– აქვს საკუთარი თავის იმედი, რომ შეძლებს იყოს ძლიერი მენეჯერი
– ვისაც აინტერესებს და სიამოვნებას ჰგვრის იყოს საფეხბურთო გუნდის მენეჯერი და უშუალო მონაწილეობა მიიღოს საფეხბურთო ინდუსტრიის რთულ, მაგრამ ძალზე საინტერესო ცხოვრებაში
– შესწევს უნარი გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია, სწორედ წარმართოს ფეხბურთელების თამაში, განახორციელოს სწორი სატრანსფერო პოლიტიკა
– იქონიოს მოთმინება და ეტაპობრივად იაროს გუნდის სუპერ კლუბად ჩამოსაყალიბებლად
– აქვს აზარტი, მოგების და წინსვლის სურვილი, არ უშინდება დამარცხებას

4. ადმინისტრაციას უწერია, რომ თამაში უფასო, რატომ წერთ, რომ თამაში უფასოა?
ჩვენთან თამაში მართლაც უფასოა, არავითარი სავალდებულო გადასახადი დაწესებული არ არის. თუმცა საიტზე ხშირად შეხვდებით შესყიდვის გვერდებს, სადაც ღირებულება ვირტუალურ ფინანსებთან (ვიფი) ერთად მითითებულია ვარსკვლავებშიც (რომლის შეძენა რეალური ლარით ხდება).
მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ თქვენ მაინცდამაინც ლარებში უნდა მოახდინოთ შესყიდვა. ყოველ გუნდს პირად ანგარიშზე ვიფი უგროვდება (საიტზე ვირტუალური ფული), რაც უფრო წარმატებულია მენეჯერი, მით მეტი ვიფის აკუმულირებას ახდენს იგი. სწორედ, ვიფის საშუალებით ხდება შესყიდვები.
თუ მენეჯერს სურვილი აქვს, რომ დაგროვილი ვიფი შეინარჩუნოს ან სხვა მოსაზრებების გამო–შეუძლია შესყიდვა ლარებში განახორციელოს (ვარსკვლავის შეძენით: EMONEY გადმორიცხვა, SMS შეტყობინება)

5. შემოვედი საიტზე, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე სათამაშო გვერდები, რატომ?
ძირითადი სათამაშო და საფეხბურთო მენეჯერთან უშუალო კავშირში მყოფი გვერდები ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული გუნდებისთვის

6. გავიარე რეგისტრაცია, მაგრამ პირად გვერდზე ვერ შევდივარ, როგორ მოვიქცე?
რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენი მონაცემები მუშავდება და იქმნება თქვენი პირადი გვერდი. საიტზე მოქმედი წესების თანახმად, რეგისტრაციის გავლიდან 12 საათის მანძილზე ხდება პირადი გვერდის სრულყოფილი მომზადება, თქვენს ელ–ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება, რის შემდეგაც შეგეძლებათ ავტორიზაციის გავლა და სათამაშო გვერდებზე დაუბრკოლებლად შესვლა

7. ვარ რეგისტრირებული, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ და სად ვითამაშო, რას მირჩევთ?
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ – თუ მხოლოდ ფეხბურთის თამაში გსურთ – ამისთვის სხვა საიტებს უნდა მიაკითხოთ. ,,შენი გუნდი" არ არის FIFA–ს მსგავსი თამაში.
პირველ რიგში, გადაიკითხეთ ძირითადი გვერდები – თქვენ მიიღებთ სრულფასოვან ინფორმაციას საიტზე მიმდინარე პროცესების შესახებ
თავიდანვე ითამაშეთ სარეიტინგო თამაშები, ამით გუნდის რეიტინგს სწრაფად გაზრდით. სარეიტინგო თამაშები რეალური თამაშების შედეგების გამოცნობის პრინციპით მიმდინარეობს და წარმატების მიღწევა საჭიროებს პირადად თქვენს ინტუიციას და ფეხბურთის ცოდნას. ჯამში, კი ძლიერდება თქვენი გუნდი
თავიდანვე ითამაშეთ ამხანაგური თამაშები (ნახეთ შესაბამისი გვერდი) – თუ ამხანაგურებს სისტემატურად ითამაშებთ – გუნდი სწრაფად განვითარდება და მოემატება ჯამური ძალა
შედით ,,სადისკუსიოში" და ჩაეწერეთ ახალ სათასო ტურნირებში
გაწევრიანდით დამოუკიდებელ ფედერაციაში და იკონტაქტეთ ფედერაციის გუნდებთან
ავტომატურად ჩაერთვებით ლიგების თამაშებში
მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მუდამ უნდა იზრუნოთ გუნდის გაძლიერებაზე და საფეხბურთო ბიზნესზე. ამის გარეშე თქვენი მენეჯერობა თქვენსავე გუნდს ნამდვილად არ წაადგება

8. გათვალისწინებულია თუ არა ისეთი მექანიზმები, რომ გუნდის განვითარება დავაჩქარო?
ასეთი მექანიზმი არაერთია. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ვარსკვლავი, მოიწვიოთ სპონსორი, გააქტიუროთ გუნდის ფეხბურთელებით სწრაფი დაკომპლექტების რეჟიმი და ა.შ.
გუნდის სწრაფი განვითარების ყველაზე მარტივი გზაა – რაც შეიძლება მეტი თამაშის ჩატარება

8. რამდენად დიდ დროს მოითხოვს საიტზე ყოფნა, რომ ჩემი გუნდი არ დავაზარალო?
ჩვენი მენეჯერების უმრავლესობა ან სწავლობს, ან მუშაობს, ან ყოველდღიურად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი.
მათგან ვიცით, რომ ყოველდღიურად საშუალოდ 15–20 წუთი იმყოფებიან საიტზე
ეს დრო სრულიად საკმარისია, რომ დაგეგმოთ მიმდინარე ან მომავალი დღე, ჩაეწეროთ ტურნირებში, გააკეთოთ შენაძენი და ა.შ.
ასე რომ, საფეხბურთო მენეჯერის ,,შენი გუნდი" თამაში არანაირ სირთულესთან (დროის დეფიციტის კუთხით) არ არის დაკავშირებული
მენეჯერები ჩვენ თამაშს თამაშობენ სახლებიდან, სამსახურებიდან და სულაც ინტერნეტ კაფეებიდან
თუ თქვენთვის სასურველ კითხვაზე პასუხი ვერ იპოვეთ, მიმართეთ ადმინისტრაციას და მიიღებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას
|